Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიამ საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა


საქართველოს ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე 16 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებს დაუპირისპირებენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის. მისივე განმარტებით, პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი და მათ 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

XS
SM
MD
LG