Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „მსოფლიოს საოჯახო კონგრესი“ ანტიდასავლური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს


„თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა“, - ამის შესახებ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძემ მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მეათე საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე მტკიცებით, ქართულმა ერმა უკვე გააკეთა დასკვნები დასავლეთის პოლიტიკის შესახებ და მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში სრულიად დამახინჯდა. კონგრესის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონგრესს ესრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. ვასაძემ გააკრიტიკა ქართული მედია, სადაც, ბიზნესმენის სიტყვებით, „გამეფებული ლიბერალების ტოტალური დიქტატურა“. რაც შეეხება უშუალოდ კონგრესს, ვასაძის თქმით, სამი წლის სამზადისის შემდეგ, კონგრესის ”საქართველოში ჩამობრძანება”, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მსოფლიო საოჯახო კონგრესის ორი რეგიონალური კონფერენციის შედეგად, ასობით სატელეფონო საუბრისა და ათასობით ელექტრონული წერილის მეშვეობით მოხერხდა.

XS
SM
MD
LG