Accessibility links

logo-print

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ვენაში გამართავენ შეხვედრას


სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ევროპის დროით 19 საათზე გამართავენ მოლაპარაკებებს ვენაში, სადაც ეუთოს „მინისკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარებთან -აშშ, საფრანგეთისა და რუსეთის, - წარმომადგენლებთან ერთად მთიან ყარაბაღში მყარი ზავის მიღწევის თაობაზე იმსჯელებენ. ეს სერჟ სარქსიანისა და ილხამ ალიევის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში აპრილის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ესკალაციას ჰქონდა ადგილი. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ორშაბათს განაცხადა, რომ იგი აპირებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეხვედრას.

XS
SM
MD
LG