Accessibility links

logo-print

სოფელ ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა


ცხინვალთან ახლომდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - რიგით 66-ე - შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფაქტები, მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 67-ე შეხვედრა გაიმართება 28 ივნისს.

XS
SM
MD
LG