Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს რვა ადამიანი უთავსაფრო ქალების ფოტოების გამოქვეყნებისათვის


ირანში დააპატიმრეს რვა ადამიანი ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებისთვის, რომლებზეც ქალებს სავალდებულო თავსაფარი (ჰიჯაბი) არ ეკეთათ. სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებული ტელევიზიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაადგინეს იმ 170 პირის ვინაობა, რომელიც ეჭვმიტანილია "ინსტაგრამით" მოსარგებლე „ქსელის“ წევრობაში. მათ შორის არიან 58 მოდელი, ათობით დიზაინერი და ფოტოგრაფი. ტელევიზიის განმარტებით, ქსელში გაერთიანებულთა მიზანი იყო „ირანში ოჯახური ფასეულობებისათვის ძირის გამოთხრა“. სახელმწიფო ტელევიზიამ ასევე აჩვენა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ქალის, „აღიარებითი ჩვენება“: ის თეირანის პროკურორს ეუბნება, რომ „ინსტაგრამზე“ დებდა საკუთარ სურათებს ფულის საშოვნელად. ნათელი არ არის, რა ბრალდება წაუყენეს ამ ქალს.

XS
SM
MD
LG