Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ თესალონიკიში გაიმართება. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

XS
SM
MD
LG