Accessibility links

რუსეთში კაზაკების ჯგუფი თავს დაესხა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის


რუსეთში კაზაკების ჯგუფი თავს დაესხა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი ანტიკორუფციული ფონდის წევრებს. ინციდენტი 17 მაისს მოხდა სამხრეთ რუსეთში მდებარე ქალაქ ანაპის აეროპორტთან. ნავალნის თქმით, კაზაკებმა მუშტები და წიხლები ურტყეს მას და მის თანამშრომლებს, მათ შორის ქალებს. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი არტიომ ტორჩინსკი თავის არეში ჭრილობით მოათავსეს საავადმყოფოში. როგორც ტორჩინსკომ უთხრა „დოჟდს“, კაზაკები სრულიად უმიზეზოდ დაესხნენ თავს ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წევრებს და მათ ახლობლებს.

XS
SM
MD
LG