Accessibility links

logo-print

ბაღდადში 23 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაიჭრა 50-მდე კაცი. ალ-შააბის რაიონში, სადაც პირველი აფეთქება ბაზარში მოეწყო, უმეტესწილად შიიტები ცხოვრობენ. დაიღუპა 17 ადამიანი. ხოლო მეორე შემთხვევაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ექვსი ადამიანი შეეწირა სამხრეთ ბაღდადში მდებარე ალ-რაშიდის რაიონში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG