Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანიას საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა მოუხდა აქტივისტების პროტესტის გამო


თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც 17 მაისს საკრებულოში მივიდა მერიის საქმიანობაზე მოხსენების წასაკითხად, გამოსვლის შეწყვეტა მოუხდა საკრებულოში შესული აქტივისტების პროტესტის ფონზე. აქციის მონაწილეები, მათ შორის ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" წევრები, აპროტესტებენ, მათი აზრით, უკანონო ქმედებებს, რომლებიც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მოხდა. პროტესტი მიმართულია, უწინარეს ყოვლისა, თბილისის ბოტანიკურ ბაღთან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ნარმანიამ მას შემდეგ განაახლა გამოსვლა, რაც საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს აქტივისტები. საპროტესტო აქცია დაიწყო საკრებულოში ჯერ კიდევ ნარმანიას მისვლამდე და აქტივისტებმა - მიუხედავად საპატრულო პოლიციის მოწოდებისა, დაეტოვებინათ ტერიტორია - უარი თქვეს დაშლაზე.

XS
SM
MD
LG