Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 54 ადამიანი


ბაღდადში, სულ ცოტა, 54 ადამიანი დაიღუპა რამდენიმე აფეთქების შედეგად. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ ალ-შააბის რაიონში, ბაზარში. დაიღუპა, სულ ცოტა, 28 და დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ბაღდადში დღესვე მოხდა კიდევ ორი აფეთქება, მათ შორის ასევე შიიტებით დასახლებულ სადრ სიტიში.

XS
SM
MD
LG