Accessibility links

logo-print

თბილისში გაათავისუფლეს კედლების მოხატვისთვის დაკავებული ათივე ლგბტ აქტივისტი


თბილისში გაათავისუფლეს ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი ათივე აქტივისტი, რომლებიც დააკავეს ადმინისტრაციული შენობების, მათ შორის საპატრიარქოს შენობის იერსახის დამახინჯების ბრალდებით. აქტივისტებმა 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ცისარტყელა დახატეს და წარწერები დატოვეს რამდენიმე შენობის კედლებზე. რამდენიმე დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც. მაგრამ ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ათივე დაკავებული მოქმედებდა „გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზების ფარგლებში“. სასამართლოში 20 მაისისათვის დაინიშნა საქმის განხილვა. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათი უფლებების დამცველებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში მსვლელობის გამართვაზე უარი თქვეს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. ჰომოფობიისადმი პროტესტის ნიშნად, აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებად შეღებილი სკამი დატოვეს თბილისის სასტუმრო „რადისონთან,“ სადაც იმართება მსოფლიოს მე-10, საოჯახო კონგრესი. ამ ღონისძიების მონაწილეები ცნობილი არიან თავიანთი ჰომოფობიური შეხედულებებით.

XS
SM
MD
LG