Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა გადადო ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო სამიტი


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო შეხვედრა, რომლის მიზანი ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდო მოლაპარაკების განახლება იყო, გადაიდო. ოლანდმა თქვა, რომ 30 მაისისთვის დაგეგმილ სამიტზე დასწრებას ვერ ახერხებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ეს იყო გადადების მიზანი. განცხადება მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეროს გამოსვლას, რომ პარიზის სამიტი, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ 20 ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ არა ისრაელისა და პალესტინელებისა, ჩატარდებოდა ისრაელის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ 15 მაისს განაცხადა, ორომ პირდაპირი მოლაპარაკება ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, საუკეთესო გზაა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მხარეებს შორის მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 2014 წელს შედგა და ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG