Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის პოლიგონზე გრძელდება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა


ვაზიანის პოლიგონზე გრძელდება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გაიმართა ტანკსაწინააღმდეგო და ჯავშანსატანკო სწავლება, რომლის მონაწილე სამხედროებმა საბრძოლო გასროლებისთვის გამოიყენეს აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არსებული „აბრამსის“ ტიპის ტანკები და „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. სწავლება „ღირსეული პარტნიორი,“ რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. წვრთნა მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ასეულის მზადყოფნის ამაღლებას და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაძლიერებას. ერთობლივი სწავლება 24 მაისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG