Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს მოუწოდებენ, ეკონომიკური ზრდისთვის ნუ იქნება მხოლოდ ნავთობიდან შემოსავლის იმედად


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ირანს აფრთხილებს, ეკონომიკური ზრდისთვის მხოლოდ ნავთობიდან შემოსავლის იმედად ნუ იქნება და ურჩევს მას, სხვა გზებიც ეძებოს გლობალურ ეკონომიკაში პოზიციის გასაუმჯობესებლად. სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ლიპტონმა ირანში ორდღიანი ვიზიტისას აღნიშნა, რომ ირანის ეკონომიკისათვის საკვანძო მომენტია დამდგარი: მნიშვნელოვანი სანქციების გაუქმების შემდეგ ირანს, მისი აზრით, აქვს ახალი შანსი გაიუმჯობესოს ინტენგრაცია გლობალურ ეკონომიკაში; ამ პროცესს კი უკავშირდება პოტენციალი, დროთა განმავლობაში დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესდეს ირანელების ცხოვრების დონე. ლიპტონი თეირანს ურჩევს, მიბაძოს ჩინეთის, ლათინური ამერიკის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს და განახორციელოს გაბედული საბაზრო რეფორმები, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიცირება მცდელობისას, დაბრუნდეს გლობალურ ეკონომიკაში ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ. იანვარში სანქციების გაუქმების შემდეგ ირანმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის წარმოება დღეში თითქმის ოთხ მილიონ ბარელამდე. სანქციების მოქმედების პერიოდში ეს მაჩვენებელი სულ ერთი მილიონი ბარელი იყო.

XS
SM
MD
LG