Accessibility links

რუსეთი აკრიტიკებს დოპინგის შესახებ აშშ-ის გამოძიებას


მოსკოვი კრიტიკით გამოეხმაურა ცნობას, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება ათობით რუსი სპორტსმენის მიერ - სახელმწიფოს ხელშეწყობით - დოპინგის გამოყენების ბრალდებასთან დაკავშირებით. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 18 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფითად აფასებს აშშ-ის იურისდიქციის საზღვარგარეთ გამოყენებას. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლის დოპინგის პროგრამაში რუსეთის მთავრობის წევრების, მწვრთნელების, ათლეტების და სხვათა როლს. ამ ცნობის ფონს ქმნის მზარდი სკანდალი რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების გარშემო. გასულ კვირაში რუსეთის ანტიდოპინგური უწყების თანამშრომელმა დასავლეთის მედიას აღუწერა სისტემა, რომელიც ემსახურებოდა 2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების მიჩქმალვას.

XS
SM
MD
LG