Accessibility links

logo-print

ისლამაბადში მსჯელობენ თალიბანთან ავღანეთის მთავრობის მოლაპარაკების განახლების საკითხზე


პაკისტანში ოთხმხრივ შეხვედრაზე მსჯელობენ თალიბანთან მოლაპარაკების განახლების საკითხზე. ეს არის მეხუთე ასეთი შეხვედრა, რომლის მიზნადაც სახელდება, განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკება თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის. ისლამაბადის შეხვედრაში მონაწილეობენ პაკისტანელი, ავღანელი, ამერიკელი და ჩინელი დიპლომატები. ეს ოთხი მხარე იანვრიდან მუშაობს მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბანის წარმომადგენლების დასაბრუნებლად. მაგრამ პროცესი ფერხდება მას შემდეგ, რაც თალიბანმა ბრძოლის საგაზაფხულო სეზონი გამოაცხადა და გაააქტიურა ბრძოლა ავღანეთის მთავრობის ჯარების წინააღმდეგ. თალიბანი ქაბულთან პირდაპირი მოლაპარაკების პირობად ასახელებს ავღანეთიდან უცხოელი სამხედროების გასვლას.

XS
SM
MD
LG