Accessibility links

სახელოსნო აბო თბილელის ქუჩაზე


თბილისში, გუდიაშვილის ბაღთან ორი მხატვრის სახელოსნოა. ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კუნჭულია ტილოებს აქვე ხატავენ და ნახატის ყიდვაც აქვეა შესაძლებელი. სახელოსნო რეტროს სტილშია მოწყობილი. აქ არის ძველი რადიო, წიგნები, მუსიკალური საკრავები, ფირფიტები და ასე შემდეგ. სანაცვლოდ, ვერ ნახავთ ტელევიზორს, ინტერნეტს, სმარტფონსა და სხვა ისეთი რამეს, რაც ადამიანს 21-ე საუკუნეს გაახსენებს. სახელოსნო ბევრ ტურისტს იზიდავს. სიუჟეტი მომზადდა რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG