Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ დაასრულა ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში


ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მან მიწვეული სტუმრის სტატუსით მიიღომონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა სხდომაში და შეხვდა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კოსტარაკოსს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის ოპერაციების მიმდინარეობასა და ამ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე. ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც, რომელშიც მონაწილეობდნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები. სხდომის დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების გარემო საქართველოსა და მთლიანად რეგიონში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების პროცესი. ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში შეხვდა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ პაველს, ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სარდალს, გენერალ ნიკოლსონს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსებს.

XS
SM
MD
LG