Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების 6 ჯარისკაცი დაიღუპა ცხინვალთან ახლოს


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ძალოვანი უწყების ცნობით, სამხედროები ავტობუსით ცხინვალი-ყანჩავეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხევში გადაიჩეხა. დაშავებულები ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებიან. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დავალებით, უახლოეს საათებში ცხინვალში გაემგზავრება სამხედრო სამედიცინო პერსონალი.

XS
SM
MD
LG