Accessibility links

logo-print

უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ეგვიპტის სამგზავრო თვითმფრინავი


გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის მოსაძებნად. პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე 19 მაისს გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს. ეგვიპტის არმია ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, რომელში ბერძენი მაშველებიც მონაწილეობენ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებას არ აქვს თვითმფრინავის გაუჩინარების ოფიციალური ვერსია. მარტის თვეში ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროსაკენ მიფრინავდა, მძევლად აიყვანა პირმა, რომელიც ეკიპაჟის განტავისუფლების სანაცვლოდ, თავისი ყოფილი ცოლის ნახვას მოითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ინცინდენტი მშვიდობიანად დასრულდა. ოქტომბერში სინაის თავზე კატასტროფა განიცადა რუსეთის კომპანია „მეტროჯეტის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა „აირბასA321“-მა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224 ადამიანი. დასავლეთისა და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი გახდა ბომბი, რომელიც თვითმფრინავში ჩუმად შეიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა.

XS
SM
MD
LG