Accessibility links

ავღანეთში აზერბაიჯანის სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა


ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა აზერბაიჯანის კუთვნილის სატრანსპორტო თვითმფრინავის ან-12-ის ავღანეთში მომხდარი კატასტროფის შედეგად. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ინცინდენტი 18 მაისს მოხდა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა კამპ დაურეში, სადაც თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა მიწაზე. წყაროსვე განცხადებით, აფრენის დროს თვითმფრინავს ერთ-ერთი ფრთა მოწყდა და ავიაკატასტროფა არ მომხდარა „საომარი ჩარევის“ შედეგად. ეკიპაჟის წევრებიდან ცოცხლად გადარჩენილი ორი პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟი აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეებისაგან შედგებოდა. გადარჩენილები უკრაინელები არიან. ან-12 ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანის კომპანია „სილკ ვეი ეარლაინზს“ ეკუთვნოდა. ამ კომპანიამ ავღანეთში უკვე მეორე თვითმფრინავი დაკარგა.

XS
SM
MD
LG