Accessibility links

ევროსაბჭოს მონიტორები წუხილს გამოთქვამენ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებების თაობაზე


ევროსაბჭოს დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ბოლო განხილვის დროს შეტანილ ნაჩქარევ ცვლილებებზე, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გამჭვირვალეობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს ისეთი საკანონმდებლო ცვლილების პროცესში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას შეეხება. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების, ლატვიელი ბორის ცილევიჩსისა და შვედი კერსტინ ლანდგრენის განცხადებაში. ევროსაბჭოს პარლამენტართა განსაკუთრებით წუხილი კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დოკუმენტის მეორე წაკითხვის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილების ტექსტი არ იქნა გაგზავნილი ვენეციის კომისიაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამრთლოს ექსპერტებისაგან შექმნილ ევროსაბჭოს დამოუკიდებელ უწყებას წარმოადგენს. 19 მაისსპარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ბევრი ისეთი რამ ჩაიდო, რაც გასასწორებელი იყო, მაგრამ პროექტში ასევე ჩაიდო საკითხები, რაც სტანდარტს სცილდება. „გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ხაზგასმით, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნა და მისი რეკომენდაციების სწრაფი განხორციელება, უზრუნველყოფს კონსტიტუციური სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და შესაძლებლობას იძლევა თავიდან იქნას აცილებული როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე ამ ცვლილებების ზედმეტი პოლიტიზირება კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ“, - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებაში. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლად გადაუგზავნოს საკანომდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი განსახილველად23 მაისის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გადაეცემა.

XS
SM
MD
LG