Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი ეგვიპტის თვითმფრინავის კატასტროფის არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ არ გამორიცხვას არც ერთ ვერსიას უგზო-უკვლოდ ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ეგვიპტის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ტერორისტული აქტი, ან ტექნიკური გაუმართაობა. პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე 19 მაისს გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს. ეგვიპტის არმია ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, რომელში ბერძენი მაშველებიც მონაწილეობენ. ოქტომბერში სინაის თავზე კატასტროფა განიცადა რუსეთის კომპანია „მეტროჯეტის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა „აირბასA321“-მა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224 ადამიანი. დასავლეთისა და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი გახდა ბომბი, რომელიც თვითმფრინავში ჩუმად შეიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა.

XS
SM
MD
LG