Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურორი დიპლომატებს შეხვდება „კაბელების საქმეზე“


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „კაბელების საქმეზე“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. 16 მაისს საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ „კაბელების საქმის“ დასკვნით სხდომაზე გამოცხადებულ განაჩენს. მოსამართლემ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლებს, რომელთაც პროკურატურა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა. მთავარი პროკურატურა აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას.

XS
SM
MD
LG