Accessibility links

საბერძნეთი აცხადებს, რომ ნაპოვნია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სავარაუდო დეტალები


საბერძნეთის სამხედრო უწყებამა განაცხადა, რომ კუნძულ კრეტის ნაპირებთან ნაპოვნია თვითმფრინავის ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ რადარებიდან გაუჩინარებული ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს უნდა ეკუთვნოდეს. საბერძნეთის არმიის შეიარღებული ძალების სპეციალური წარმომადგენლის ვასილის ბელეციოსისის თქმით, ეგვიპტის კუთვნილმა ს-130-ის თვითმფრინავმა აღმოაჩინა წყალზე მოტივტივე ნაწილები, რომელთა გამოსაკვლევად, შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა რამდენიმე ბერძნული გემი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ არ გამორიცხვას არც ერთ ვერსიას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ტერორისტული აქტი, ან ტექნიკური გაუმართაობა. პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე 19 მაისს გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს.

XS
SM
MD
LG