Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო დსთ-ში უკრაინის და საქართველოს დაბრუნებას არ გამორიცხავს


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში დაბრუნდებიან. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ლუკაშენკოს დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურებისა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე განუცხადებია, რომ უკრაინისა და საქართველოს დაკარგვა დაუშვებელია. „დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკრაინა ჩვენთან მოვა. მას აქ ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. ვფიქრობ, რომ ანალოგიურად საქართველოც მოიქცევა. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ისინი დაბრუნდნენ. იქ მეტისმეტად ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად არის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

XS
SM
MD
LG