Accessibility links

logo-print

ანა ფოტიგა: საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა


საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა. ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. „ჩვენ ევროპარლამენტში წარმოვადგენთ ოთხ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს და ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რადგან შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას ევროპარლამენტის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

XS
SM
MD
LG