Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმელთაშუა ზღვაში იპოვნეს ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის ნაწილები


ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილია მისი კუთვნილი, დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები. არმიის პრესმდივანი ფეისბუქით ავრცელებს ცნობას, რომ ეგვიპტის სამხედრო თვითმფრინავებმა და საზღვაო ხომალდებმა ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 290 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს მგზავრების „პირადი ნივთები“ და Airbus A320 -ის ნაწილები. ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობდა იმ თვითმფრინავის აღმოსაჩენად, რომელიც 19 მაისს პარიზიდან კაიროში მიფრინავდა და ხმელთაშუა ზღვის თავზე გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. ეგვიპტე აცხადებს, რომ საქმე, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმასთან გვქონდეს. საფრანგეთში საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-მარკ ერო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზის „აბსოლუტურად არანაირი ნიშანი“ არ არსებობს. თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ნაადრევია.

XS
SM
MD
LG