Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიით ათასობით აზერბაიჯანელი გათავისუფლდება


აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიის შეფარდებას ათასობით პატიმრისთვის. ამნისტიის აქტი, რომელიც 20 მაისს მიიღეს, ეძღვნება რესპუბლიკის დღეს, რომელსაც აზერბაიჯანში ყოველ წელს, 28 მაისს აღნიშნავენ. წინადადებით გამოვიდა პირველი ლედი და დეპუტატი, მეჰრიბან ალიევა. ამნისტია შეეხება 10,000-მდე მსჯავრდებულს, რომელთაგან 3,500 საპატიმროს დატოვებს. დეპუტატების თქმით, სასჯელი შეუმცირდება ან საპატიმროდან გათავისუფლდება იმ პატიმრების უმეტესობა, რომლებიც არ უქმნიან საზოგადოებას „მნიშვნელოვან საფრთხეს“, 18 წლამდე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს, 60 წელზე უფროს პატიმრებს და ომის ვეტერანებს. ამ ეტაპზე გაურკვეველია შეეხება თუ არა ამნისტია იმ პირებს, რომლებიც, გავრცელებული შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სხედან ციხეში, მათ შორის ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს და რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ავტორს, ხადიჯა ისმაილოვას, რომელსაც შვიდნახევარი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა ბრალდებებით, რომლებსაც უფლებადამცველები და მისი მხარდამჭერები მისი ჟურნალისტური საქმიანობით განპირობებულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG