Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ორმა ფესტივალმა გააუქმა კონცერტები Eagles of Death Metal-ს მისი სოლისტის მოსაზრებების გამო


საფრანგეთის საზაფხულო ორი ფესტივალი ეუბნება უარს, Eagles of Death Metal-ს“ გამართოს ამ ქვეყანაში კონცერტები, რადგან ჯგუფის მომღერალმა, ჯესი ჰიუზმა 13 ნოემბრის ტერორისტული თავდასხმების შესახებ „მიუღებელი“ განცხადებები გააკეთა. პარიზში ერთ-ერთი ტერაქტი, 13 ნოემბერს, ამ ჯგუფის კონცერტისას მოხდა. ორივე ფესტივალის, The Rock en Seine-ისდა Cabaret Vert-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კატეგორულად არ ეთანხმებიან ჰიუზის მოსაზრებებს. ჰიუზმა 14 მაისს განუცხადა მედიას, რომ მან ბელგიაში დაბადებული ფრანგი მოქალაქე, ტერორისტების ლიდერი, სალაჰ აბდესლამი, „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში იხილა, სანამ ისლამისტები 89 ადამიანს დახოცავდნენ მისი ჯგუფის კონცერტის დროს. ჰიუზმა სადავო განცხადება გააკეთა ასევე იმაზე, რომ „ბატაკლანის“ უშიშროების სამსახურმა იცოდა ტერაქტის შესახებ და დაეხმარა ტერორისტებს. მანვე თქვა, რომ დაინახა ქუჩაში, როგორ ზეიმობდნენ მაჰმადიანები თავდასხმის დროს.

XS
SM
MD
LG