Accessibility links

logo-print

ყაზახეთში ასობით ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს საპროტესტო აქციების გამო


უშიშროების სამსახურებმა ყაზახეთში ასობით ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ყაზახეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მიწის კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა. დაკავებულთა შორის იყვნენ რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურისა და სააგენტო „ინტერფაქსის“ ჟურნალისტები, რომლებიც პოლიციამ მოგვიანებით დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლა. ყაზახეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა დაურენ აბაევმა 21 მაისს განაცხადა, რომ „სწავლობს ჟურნალისტების დაკავების მიზეზებს“. 20 მაისს ყახაზეთის ხელისუფლების ბრძანებით დაიბლოკა რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური ვებსაიტი, რესურსზე წვდომა შეუძლებელი იყო ასევე ფეისბუკსა და იუტუბიზე.

XS
SM
MD
LG