Accessibility links

logo-print

იზორია: ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს რეაგირება მოჰყვება


მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. იზორია 21 მაისს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ტრაგიკული ფაქტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. საქართველოს მოქალაქე, გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს დაიღუპა. ის გამშვებ პუნქტთან იმავე დღეს დაჭრეს სასიკვდილოდ. წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზური მხრიდან თბილისის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს.

XS
SM
MD
LG