Accessibility links

logo-print

ორი კაცი დაიღუპა ბაღდადის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაში


სულ მცირე ორი ერაყელი დაიღუპა და ათობით დაშავდა დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შაბათს, ბაღდადის ცენტრში მომხდარი შეტაკებების დროს. ერაყის ხელისუფლების ცნობით, „მწვანე ზონაში“ უსაფრთხოების ძალებს გააფთრებული ბრბოს წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიების გამოყენება მოუხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უსაფრთხოების ძალებმა ბრბოს დასაშლელად გამოიყენეს ასევე წყლის ჭავლი, ცრემლმდენი აირი და ხმოვანი ბომბები. საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება ბაღდადში. 20 მაისს „ფრანსპრესის“ ფოტოგრაფი იტყობინებოდა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა მოახერხა უშიშროების ძალებისთვის გვერდის ავლა და პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ-აბადის ოფისში შესვლა. დემონსტრაციის მონაწილეთა შორის იყვნენ გავლენიანი შიიტ სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეები და სხვა ჯგუფების განაწყენებული წევრები. ისინი მოითხოვენ გადადგომას ხელისუფლებისა, რომელიც უუნარო აღმოჩნდა, გაეტარებინა ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმები.

XS
SM
MD
LG