Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვერ ხედავს ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის აუცილებლობას


ნატოს გენერალური-მდივანი აცხადებს, რომ 28 წევრისაგან შემდგარი ალიანსი თანახმაა, ნატოს ვარშავის სამიტამდე კიდევ ერთხელ შეხვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ მიიჩნევს საჭიროდ ნაადრევად რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის გამართვას.იენს სტოლტენბერგმა 20 მაისს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ ალიანსს სურს რუსეთთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ალიანსის სამხედრო ძალის გაზრდა რუსეთიდან მომავალი სავარაუდო საფრთხის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG