Accessibility links

ავღანეთის ხელისუფლება ადასტურებს თალიბანის ლიდერის დაღუპვას


ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თალიბანის ლიდერი მოლა ახტარ მანსური დაიღუპა აშშ-ის უპილოტო ავიაციის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ავღანეთის უშიშროების ნაციონალური დირექტორატის 22 მაისის ცნობით, მოლა მანსურისა და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე შეიარაღებულ პირზე, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, უპილოტო თვითმფრინავმა დარტყმა განახორციელა პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის ტერიტორიაზე. პენტაგონისა და პაკისტანის სამხედრო დაზვერვის გარდა, ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერმა აბდულა აბდულამაც დაადასტურა მოლა მანსურის დაღუპვა. მოლა ახტარ მასნური თალიბანის ლიდერად 2015 წლის ივლისში აირჩიეს, ორი წლის შემდეგ, რაც პაკისტანის ქალაქ კარაჩიში თალიბანის სასულიერო ლიდერი მოლა მოჰამედ ომარი გარდაიცვალა. 2015 წლის დეკემბერში კი დასავლეთის მედიაში გაჩნდა ცნობა თალიბანის ახალი ლიდერის დაღუპვის შესახებ, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. ითქვა, რომ მოლა მანსური მხოლოდ დაიჭრა 1 დეკემბერს ყუეტასთან ახლოს მომხდარ სროლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ მანსური და თალიბანის კიდევ სხვა რამდენიმე ლიდერი.

XS
SM
MD
LG