Accessibility links

logo-print

საქართველოს რამდენიმე რაიონში ტარდება საშუალედო არჩევნები


დღეს საქართველოს რამდენიმე რაიონში ტარდება საკრებულოს საშუალედო არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუადღის მონაცემებით, 45 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ი შეადგინა. საკრებულოს საშუალედო არჩევნები ტარდება გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში. ყველაზე დაძაბული ვითარება შეიქმნა კორცხელის 53-ე უბანზე, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ნაციონალური მოძრაობისა და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. დაშავებულია ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG