Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინალი ილდირიმი თურქეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს


თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ 22 მაისის ყრილობაზე, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ბინალი ილდირიმი აირჩია. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უახლოეს მოკავშირეს, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის 1405 დელეგატმა. 60 წლის ილდირიმი შეცვლის ახმეტ დავუთოღლუს, რომელიც პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგა თანამდებობიდან. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა იმგვარად, რომ გაიზარდოს ქვეყნის პრეზიდენტის ძალაუფლება, რაც ამჟამად მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციით შემოიფარგლება.

XS
SM
MD
LG