Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ტარდება რეფერენდუმი პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით


ტაჯიკეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელიც ჩაფიქრებულია ქვეყნის პრეზიდენტის ემომალი რახმონის ძალაუფლების განსამტკიცებლად. 22 მაისის რეფერენდუმი კონსტიტუციაში 41 ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამომრჩევლებმა მთელ პაკეტს ერთად უნდა უყარონ კენჭი და არა ინდივიდუალურად ცალკეულ ცვლილებას. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა მონაწილეობამ 88 პროცენტს გადააჭარბა. სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთა შორის ერთ-ერთი ცვლილება, მხარდაჭერის შემთხვევაში, რახმონს უფლებას მისცემს უვადოდ იყაროს კენჭის პრეზიდენტის პოსტზე. აიკრძალება ქვეყანაში რელიგიური პოლიტიკური პარტიების შექმნა.

XS
SM
MD
LG