Accessibility links

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ახლოსაა გამარჯვებასთან


ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, რაც უბნების დახურვის შემდეგ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გამოქვეყნა, მცირე უპირატესობით იმარჯვებს ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი. „პარტია თავისუფლების“ ლიდერს მხარი დაუჭირა 50,9 %-მა, მწვანეთა პარტიის ყოფილ ლიდერ, ალექსანდრ ვან დერ ბელენს - 49,1%-მა. საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება 23 მაისს. ოთხი კვირის წინ გამართული არჩევნების პირველ ტურში ხმათა 35%-ით პირველ ადგილზე გავიდა სწორედ ნორბერტ ჰოფერი, რომლის პოპულარობას, ანალიტიკოსთა თქმით, მიგრანტთა კრიზისმა, უსაფრთხოებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებულმა მოსახლეობის შიშმა შეუწყო ხელი. მემარჯვენე პოლიტიკოსის შესაძლო გამარჯვება ავსტრიაში გამოძახილს ჰპოვებს ევროკავშირში, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტებით გამოწვეული მიგრანტთა კრიზისი მთავარ პოლიტიკურ გამოწვევად რჩება.

XS
SM
MD
LG