Accessibility links

სირიის ორ ქალაქში აფეთქებებს ასამდე ადამიანი შეეწირა


სირიელი აქტივისტები იტყობინებიან, რომ სირიის ორ ქალაქში, რომლებზეც მთავრობას შენარჩუნებული აქვს კონტროლი, აფეთქებები მოხდა. ცნობით დახოცილთა რაოდენობა ასზე მეტია. ჯგუფი ბრიტანეთიდან იტყობინება , რომ სამი აფეთქება მოხდა ქალაქ ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქში. ამ ქალაქში მდებარეობს რუსეთის მცირე სამხედრო-საზღვაო ბაზა. ოთხი სხვა აფეთქება მოეწყო ქალაქ ჯაბლეში, ტარტუსიდან 60 კილომეტრში. ამ შვიდი აფეთქების ნაწილი თვითმკვლელებმა განახორციელეს. ეს ორი ქალაქი შედარებით დაშორებულია სირიაში საომარი მოქმედებებისგან, რომლებსაც 2011 წლის მარტის შემდეგ 270 ათასი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG