Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი: 2030 წლისთვის იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა მსოფლიოში უნდა განახევრდეს


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოუწოდა მთავრობებს და საქმიანი წრეების ლიდერებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და დონორებს, მიზნად დაისახონ 2030 წლისთვის იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობის განახევრება მსოფლიოში. ჩვენ განსხვავებული მომავალი უნდა შევქმნათ, თქვა ბან კი მუნმა სტამბოლში, 23 მაისს, ორდღიან სამიტზე, რომელიც ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. სამიტს ესწრება მსოფლიოს 60-მდე ლიდერი. მსოფლიოში ახლა 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია და დაახლოებით 125 მილიონი საჭიროებს მხარდაჭერას და დახმარებას.

XS
SM
MD
LG