Accessibility links

logo-print

აშშ-მა ვიეტნამს იარაღის ემბარგო მოუხსნა


აშშ-მა მთლიანად გააუქმა ვიეტნამისთვის ადრე დაწესებული იარაღის ემბარგო. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელიც სამდღიან ვიზიტად იმყოფება ჰანოიში. 2014 წელს აშშ-მა ნაწილობრივ გაუუქმა ვიეტნამს ემბარგო, რომელიც 50 წელიწადი მოქმედებდა. ობამა ვიზიტს ვიეტნამში მართავს აშშ-ის მცდელობის ფონზე, გააუმჯობესოს ურთიერთობა აზიის ქვეყნებთან, რათა გაანეიტრალოს ჩინეთის მზარდი გავლენა რეგიონში.

XS
SM
MD
LG