Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი არ მოელის თურქეთისათვის სავიზო რეჟიმის, გეგმისამებრ, 1 ივლისიდან გაუქმებას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ მოელის, რომ ევროკავშირი, გეგმისამებრ, 1 ივლისიდან დაუწესებს უვიზო მიმოსვლას თურქეთს, რადგან ვარაუდობს, რომ ანკარა მანამდე ვერ შეასრულებს ევროკავშირთან შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მერკელმა ეს განცხადება გააკეთა სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიუსელი თურქეთისაგან მოითხოვს მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის კანონების შეცვლას, რაზეც ანკარა უარს ამბობს. ერდოანთან შეხვედრისას, მერკელმა ასევე ისაუბრა „ღრმა შეშფოთებაზე“, რომელსაც იწვევს თურქი პარლამენტარების იმუნიტეტის გაუქმება, რადგან ეს ნაბიჯი ბევრს მიაჩნია ქურთების მხარდამჭერი პარლამენტარების დევნის დასაწყისად. უვიზო რეჟიმის დაპირება შედის თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებაში, რომლითაც გამიზნულია ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის მოგვარება.

XS
SM
MD
LG