Accessibility links

logo-print

"ევროპოლი": 2015 წელს ევროკავშირში 200-ზე მეტი ტერაქტი და ტერაქტის მცდელობა აღირიცხა


2015 წელს ევროკავშირში აღირიცხა 200-ზე მეტი ტერაქტი და ტერაქტის წარუმატებელი მცდელობა. ამის შესახებ განაცხადა "ევროპოლის" ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა, მანუელ ნავარეტე პანიაგუამ, რომლის თქმითაც, მთავრობების აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, რელიგიურად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემიზმი რჩება უშიშროების „მთავარ საფრთხედ“ 28-წევრიანი ევროკავშირისა და მისი ნახევარმილიარდიანი მოსახლეობისათვის. პანიაგუას მონაცემებით, 2015 წელს ევროკავშირში ტერორისტული თავდახსმების შედეგად დაიღუპა 151 და დაიჭრა 360-ზე მეტი ადამიანი. სულ აღირიცხა 211 წარუმატებელი, აღკვეთილი და ბოლომდე მიყვანილი ტერაქტი. ტერორიზმთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებში ბრალდებით დაკავებულ იქნა 1000-ზე მეტი ადამიანი. პანიაგუამ 23 მაისს ევროპარლამენტარებს გააცნო მონაცემები ტერორიზმის ტენდენციებზე ყოველწლიური ანგარიშიდან, რომელსაც "ევროპოლი" უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG