Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია


თბილისში გაიხსნა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია. ოფიციალურ გახსნამდე ჩვენება გამართეს უელსის პრინცესის სამეფო პოლკის, The Tigers-ის პარაშუტისტებმა. ორდღიანი კონფერენციის დღის წესრიგშია ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების და პატარა ქვეყნებზე თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ზეგავლენის საკითხები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატით ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებსა და ხედვებს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოწვევებზე. თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები რაიმონდ ბერგმანისი, იოზას ოლეკასი და ანე ჰანსო, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი ადრიან ბრედშოუ, აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი.

XS
SM
MD
LG