Accessibility links

logo-print

ჯეიმს აპატურაი: საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს უფრო მეტ შეხვედრაში


ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს უფრო მეტ შეხვედრაში, ვიდრე ალიანსის რომელიმე სხვა პარტნიორი - ამის შესახებ დღეს თბილისში განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვარშავის სამიტისთვის მზადება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. “ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების შესრულებაზე, ნატოსთან თანამშრომლობით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებასა და რათქმა, უნდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, ვარშავის სამიტის შემდეგ „ნატოში უფრო მეტი საქართველო იქნება.“

XS
SM
MD
LG