Accessibility links

logo-print

ვაზიანის პოლიგონზე დასრულდა ქართულ-ამერიკული წვრთნა


ვაზიანის პოლიგონზე დასრულდა ქართულ-ამერიკული წვრთნა „ღირსეული პარტნიორი.“ დასკვნითი საჩვენებელი სწავლების მონაწილექართველმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ჩაატარეს ობიექტზე შეტევის და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ერთობლივი ოპერაცია. სამხედროებმა გამოიყენეს საქართველოს, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები, თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ერთობლივი წვრთნის „ღირსეული პარტნიორის“ დახურვას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი და ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი ადრიან ბრედშოუ. ერთობლივი სწავლება "ღირსეული პარტნიორი" 11 მაისს დაიწყო და მიზნად ისახავდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ასეულის მზადყოფნის ამაღლებას და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაძლიერებას. ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობდა 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო.

XS
SM
MD
LG