Accessibility links

logo-print

გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა უკრაინაში კონფლიქტზე ისაუბრეს


გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე. კრემლის ცნობით, რუსეთი გამოვიდა წინადადებით, რომელიც „კოორდინირებულია“ სეპარატისტებთან და ეხება დონბასის რეგიონში არჩევნების ჩატარებას, ისევე როგორც კონფლიქტში მონაწილე მებრძოლების ამნისტიას. ტელეფონით საუბრის შემდეგ ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ადასტურებენ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების მიმართ მხარდაჭერას და მტკიცე ნებას, ყველა ზომას მიმართონ მათ სრულად და რაც შეიძლება მალე შესასრულებლად. საუბრისას ასევე განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს მისიის დამატებითი უფლებამოსილებით აღჭურვის საკითხი. 2015 წლის თებერვალში ხელმოწერილმა მინსკის შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბრძოლის შენელებას, მაგრამ მაინც ხშირად ხდება შეტაკებები და ჩიხშია შესული კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესი.

XS
SM
MD
LG