Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მკაცრი კურსის მომხრე კანდიდატი აირჩიეს გავლენიანი საბჭოს ხელმძღვანელად


ირანის გავლენიანმა ექსპერტთა საბჭომ მკაცრი კურსის მომხრე აიათოლა აჰმად ჯანათი აირჩია თავმჯდომარედ. ეს საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს ქვეყნის უზენაესი ლიდერი და გააკონტროლოს მისი მუშაობა. 24 მაისს ამ 88-წევრიანი საბჭოს ინაუგურაციის შემდეგ, მისმა 51-მა წევრმა დუჭირა მხარი 89 წლის ჯანათის. ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არ ყოფილან ზომიერი კურსის, ან რეფორმების მხარდამჭერები. აიათოლა აჰმედ ჯანათი ამავე დროს სათავეში უდგას გუშაგთა საბჭოს - ირანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ასობით რეფორმისტი კანდიდატის დისკვალიფიკაცია მოახდინა. ჯანათი ითვლება პრეზიდენტ ჰასან როჰანისა და მისი კურსის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სასულიერო პირად.

XS
SM
MD
LG