Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ საფრანგეთმა ვიზა მისცა მინისტრს, რომელიც ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთმა ვიზა მისცა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ ტკაჩოვს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. პარიზს არ გაუვრცელებია ოფიციალური ცნობა ამ საკითხზე. ნათელი არ არის, რატომ გასცა საფრანგეთმა ვიზა და ამით გამონაკლისი დაუშვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე. ტკაჩოვის ხელმძღვანელობით, რუსეთის დელეგაცია ჩავიდა ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის შეკრებაზე, რომელიც პარიზში 22 მაისს დაიწყო. წელს იანვარში გერმანიამ ვიზაზე უარი უთხრა ტკაჩოვს.

XS
SM
MD
LG